მალაიზიამ მეკობრეების მიერ გატაცებული ტანკერი გაათავისუფლა
მალაიზიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ტანკერი Orkim Harmon-ი გაათავისუფლეს, რომელიც 11 ივნისს მეკობრეებმა გაიტაცეს, – გვატყობინებს ბი-ბი-სი.
ტანკერი კამბოჯის სანაპიროებთან აღმოაჩინეს, მას 6 ათასი ტონა ბენზინი მალაკიდან კუანტანში გადაჰქონდა. სპეცოპერაციის შედეგად, ეკიპაჟის 22 წევრი გაათავისუფლეს, ერთი ადამიანი დაჭრილია, დანარჩენები არ დაშავებულან.
ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ 8 შეიარაღებულმა მეკობრემ გემი დატოვა და გასაბერი ნავით გაუჩინარდა.