არქეოლოგებმა ბაალბექი აღმოაჩინეს
გერმანელმა და ლიბანელმა არქეოლოგებმა, გათხრების შედეგად, ბაალბექის ცნობილი ტრილიტონის ქვეშ, რომელიც 1200 ტონას იწონის, ორი ახალი მეგალითი აღმოაჩინეს.
ლიბანში, ზღვის დონიდან 1,170 მეტრზე მდებარე ბაალბექი, ერთ-ერთი უდიდესი და საუკეთესოდ შემონახული რომაული სატაძრო კომპლექსია. ბაალბექში ადამიანის მოღვაწეობა უძველესი დროიდან დასტურდება და მისი ისტორია, დაახლოებით, 9000 წელს ითვლის. ანტიკურ ხანაში მას ჰელიოპოლისს, ანუ მზის ქალაქს უწოდებდნენ.
ბაალბექი ფინიკიური ქალაქი იყო, რომელსაც სახელი ცის ღმერთ ბაალის განსადიდებლად უწოდეს. ბაალი ფინიკიურ ენაზე მბრძანებელს, ღმერთს ნიშნავდა, ბაალბექი კი ითარგმნება როგორ „ბაალის ქალაქი“. ფინიკიური ლეგენდის მიხედვით, ღმერთი ბაალი სწორედ აქ დაიბადა.
როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ახლო აღმოსავლეთი დაიპყრო ძვ.წ 334 წელს, არსებულ დასახლებას ჰელიოპოლისი უწოდა. რომაული ოქროს ხანა ბაალბექში ძვ.წ 15 წლიდან იწყება. მომდევნო სამი საუკუნის განმავლობაში, როდესაც რომაელი იმპრატორები მზარდ წარმატებას აღწევდნენ და იმპერიას აფართოვებდნენ, მუდმივად ამშვენებდნენ შორეულ აღმოსავლეთში მდებარე იუპიტერის სამლოცველოს.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”3529″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1429785905830″]