ლაგოდეხში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ 2015 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო.
როგორც ადმინისტრაცია ამბობს, მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით მოწესრიგდა ატრაქციები, შეიცვალა დაზიანებული საინფორმაციო – საინტერპრეტაციო დაფები, სტიკერები და მიმართულების მაჩვენებელი ნიშნები.
“მარტივად წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების, ისტორიისა და კულტურის ერთობლიობა ელის ვიზიტორებს უნიკალური ფლორისა და ფაუნის მომხიბვლელ სამყაროში“, – განაცხადეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში.