მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

LIVE: წნორის თავშესაფრის ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, კოვიდ-19 წნორის თავშესაფრის ბენეფიციარს დაუდასტურდა.

70 წელს მიღწეული მამაკაცი უსიმპტომო პაციენტია.

ჩატარებული კვლევის თანახმად, ვირუსი არ აქვს, თავშესაფარში მცხოვრებ დანარჩენ პირებს.

ამ გარემოებების გამო, ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ტესტი შეცდა და თავშესაფრის ბენეფუციარი, ხელმეორე კვლევისათვის, თბილისში გადაიყვანეს.

ვირუსის სავარაუდო შემთხვევის დაფიქსირების გამო, წნორის მოხუცთა თავშესაფარში კარანტინია გამოცხადებული.

დანარჩენი ორი ინფიცირებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის სამმართველოს თანამშრომლის, 16 სექტემბერს დაფიქსირებული შემთხვევის ოჯახის წევრია.

ორივე მათგანს კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, საიზოლაციო პერიოდში ყოფნის მეთერთმეტე დღეს გამოუვლინდა.

დღევანდელი მდგომარეობით, სიღნაღში, კორონავირუსის ხუთი შემთხვევაა გამოვლენილი.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას კახეთიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button