რეგიონისიახლეები

“ჩვენი კარები კვლავ ღიაა თქვენთვის” – საკონდიტრო “დონა” იხსნება

“ბათუმის საკონდიტრო „დონა“ 5 ოქტომბერს იხსნება”, – ინფორმაციას თავად საკონდიტრო ავრცელებს.

„ძვირფასო და ერთგულო მომხმარებლებო, 5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით. სიმბოლურია ისიც, რომ 17 წლის წინ, ოქტომბრის დასაწყისში, ძალიან მიზანდასახული ოჯახური წყვილის და ერთეული ერთგული თანამშრომლის მუხლჩაუხრელი შრომით დაწყებული საქმე დღეს უკვე დიდი, ერთიანი, მომხმარებელზე და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდია. ჩვენი გუნდი. ჩვენი ოჯახი. “დონას” ოჯახი. შევხვდებით 5 ოქტომბერს, ჩვეულ დროს, ჩვეულ ადგილას“, – წერია „დონას“ facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: აგვისტოს ბოლოს ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონას“ თანამშრომლებში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა. ე.წ. “დონას” კლასტერს რამდენიმე ათეული ადამიანის ინფიცირება უკავშირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button