მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ართანა – ლოპოტას”ხელმძღვანელობა მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება

კომპანია “ართანა – ლოპოტას” ხელმძღვანელი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურთან ჰესის მშენებლობის დაწყებაზე, პირველ კომენტარს აკეთებს. ბიძინა იმნაძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხეობაში მძიმე ტექნიკის შეყვანა იგეგმება, სწორი არ არის.

” ეს არის დეზინფორმაცია და არავინ აპირებს ძალადობას. ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ მოსახლეობასთან, მაგრამ არის აქტივისტების ჯგუფი, რომელიც მშენებლობას ეწინააღმდეგება. არავითარი საფრთხე ხეობას არ ემუქრება. გარემოს დაცვის სამინისტრომ შეისწავლა ყველაფერი, ყველა დასკვნა არსებობს, არც ეკოლოგიური კატასტროფაა მოსალოდნელი და არც წყლის შეწყვეტა, სოფლიდან იმდენად შორსაა დაგეგმილი მშენებლობა. თუ გნებავთ მიმართეთ სამინისტროს, გამოითხოვეთ დოკუმენტაცია და ნახავთ, როგორ ზედმიწევნით არის ყველაფერი შესწავლილი-” განაცხადა იმნაძემ.

სოფელ ლაფანყურში “ლოპოტა-1” ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა,მეორე დღეა კარავი გაშალეს და მორიგეობა დააწესეს.

ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, ლოპოტას ხეობას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება, სოფელს კი სასმელი წყალი შეუწყდება.

ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ლაფანყურის მოსახლეობა, თითქმის ორი წელია, საპროტესტო აქციებს ატარებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button