არტიერიში-პოლონური ხელოვნების ფესტივალი თბილისში[Photo]
თბილისში,ქალაქის სხვადასხვა ადგილზე უცნაურ კონსტრუქციებს დაინახავთ. ეს პოლონური ხელოვნების ფესტივალის “არტიერიშის” სავიზიტო ბარათია. ორგანიზატორებმა ფესტივალის სახელად – ურბანული სივრცე აირჩიეს, რადგან თვლიან, რომ თბილის სწორედ ასეთი ადგილები აკლია.
საფესტივალო დღეები 10 ივნისს დაიწყო და დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციის წერტილშია.
ერთ-ერთია დედაენის ბაღი,სადაც რობერტ კუსმიროვსკის “საორთქლე კოშკებია” განთავსებული. ამ კონსტრუქციაში არსებულ ნივთებს ის 12 წელი აგროვებდა.
როგორც რადიო ჰერეთს ორგანიზატორებმა განუცხადეს,ასეთი გამოფენები, შეხვედრები და მუსიკა, ქალაქის ბუნებრივი იერსახის შენარჩუნებას და მის განვითარებას შეუწყობს ხელს. იმ დამთვარიელებლის სეგმენმენტზეცაა გათვლილი, ვინც მუზეომებს არასოდეს სტუმრობს.
ფესტვალის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
არტიერიში 2015 ლუბლინისა და თბილისის კულტურული თანამშრომლობის შედეგად 2014 წელს ჩატარებული ერთობლივი ფესტივალის გაგრძელებას წარმოადგენს. რიგით მეორე ფესტივალის პროგრამა ეხმიანება თბილისის პრობლემებსა და საჭიროებებს, უპირველესად – ურბანულ სივრცესთან დაკავშირებულ საკითხებს.
“ქალაქის სივრცეზე მანქანები, ავტოსადგომები და თანამედროვე შენობები ბატონობენ, რომლებიც ძველ არქიტექტურას, პარკებს და ქალაქის ჯეროვანი ფუნქციონირებისა და მისი მოსახლეობის სიჯანსაღისათვის აუცილებელ ღია სივრცეებს ქალაქიდან განდევნიან. ურბანული სივრცე უნდა ფორმირდებოდეს იმგვარად, რომ ის ხელს უწყობდეს ქალაქის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილებას. თანამედროვე ქალაქის ფუნქციური და სივრცითი მახასიათებლები ადამიანების მენტალობასა და ქმედითობას განსაზღვრავს და სოციალურ ურთიერთობებზე ზემოქმედებს. სათანადოდ ორგანიზებული საჯარო სივრცე განაპირობებს ცხოვრების ხარისხს და ზოგჯერ, განსაკუთრებულ შემთხვევებში – სიცოცხლის დაცვასაც. ქალაქი ისეთ ველს წარმოადგენს, სადაც მოსახლეთა თანაცხოვრება – უმეტესწილად, მათი ურთიერთსაპირისპირო საჭიროებებიდან გამომდინარე, – მოლაპარაკებათა განუწყვეტელი პროცესია. ბალანსი მხოლოდ დიალოგის, ურთიერთგაგებისა და საჯარო სივრცის ხარისხზე პასუხისმგებლობის გაზიარების გზით მიიღწევა.” – აცხადებენ ორგანიზატორები.
ფესტივალი ლუბლინის კულტურის ცენტრი, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს, თბილისის მერიის, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ტარდება პოლონეთის ელჩის, ანდჟეი ჩიეშკოვსკის პატრონაჟით.
გთავაზობთ რადიო ჰერეთის ფოტორეპორტაჟს.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”9103″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]