მნიშვნელოვანისიახლეები

არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის-მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში მარაგების შევსება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და არც ერთი პროდუქტის იმპორტის განხორციელების მიმართულებით არ არის შეფერხება. მისივე თქმით, არსებობს იმ რაოდენობის მარაგი, რომელიც საჭიროა მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

„გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ადგილი ჰქონდა პანიკურ შესყიდვებს, რის გამოც იყო გარკვეული პროდუქტების დეფიციტი დახლებზე. თუმცა, არც მაშინ იყო ეს მარაგების უქონლობით გამოწვეული, არამედ გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რაც მოსახლეობის მხრიდან მარაგების შექმნას უკავშირდებოდა. მინდა, მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნისა და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველა მიმართულებით, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ შესაბამისი მარაგები გვაქვს და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალ დღეებში”, – განაცხადა განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის,

მსგავსი პოსტები

Back to top button