მნიშვნელოვანირეგიონი

ასაკოვან მამაკაცზე ძალადობისათვის დაკავებული არასრულწლოვანი ოჯახს, საჩივარზე უარის თქმას სთხოვენ

ლაგოდეხში ასაკოვან მამაკაცზე ძალადობისათვის დაკავებული არასრულწლოვანი ოჯახს, საჩივარზე უარის თქმას სთხოვენ.
საქმე ეხება პოლიციაში შეტანილ განცხადებას, რომლითაც არასრულწლოვანის მამამ ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს მიმართა და მისი შვილის ცემისათვის, რამდენიმე ადგილობრივის დასჯა მოითხოვა.

საჩივრის თანახმად, ორი პირის მიერ, 68 წლის მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, ადგილობრივებმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დღეს, სოფელ განჯალაში, 30-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა, არასრულწლოვანის ოჯახში მივიდა და ოჯახს საჩივარზე უარის თქმა მოსთხოვა.

მათი განმარტებით, არასრულწლოვანმა დასჯა დაიმსახურა და თუ ოჯახი, პოლიციიდან განცხადებას არ გაიტანს, მათი საცხოვრებელი სახლი განადგურდება.
ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც ვითარების განმუხტვაზე მუშაობს.
ასაკოვან მამაკაცზე, ორი პირის მიერ განხორცილებული ცემის, ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო-

მასალა, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის ხუთი მუხლით არის დაწყებული.

სამართალდამცავებმა ორი მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან ერთი, არასრულწლოვანია.
ორივე ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button