მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის საკრებულოს წევრმა ევროპული მოძრაობის ფლაერები დახია

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ევროპული მოძრაობის ფლაერები დახია.
დეპუტატები აღარ მალავენ, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია არ სურთ.

საკრებულოს დეპუტატმა, ლევან კოჭლოშვილმა სახალხო ევროპული მოძრაობის ფლაერები საჯაროდ დახია და განაცხადა, რომ ევროპისგან სიკეთე არ მოდის.

“რა არის სიკეთე ევროპისგან? უნდა გადავაბრუნოთ ხელისუფლება? წყნარად იყავით”- განაცხადა კოჭლშვილმა.
უკვე, ორი დღეა, საკრებულოს წევრი, ლევან კოჭლშვილი, სხვა დეპუტატებთან და მხარდამჭერებთან ერთად, სამოქალაქო

საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მოსახლეობასთან შეხვედრებში ხელს უშლის.
ხელშეშლის ფაქტებისა და დაპირისპირების მიუხედავად, კამპანია ” შინ ევროპისკენ,” რეგიონებში მაინც მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button