სტიქიამ მესტიაში 5 ხიდი დააზიანა – დატბორილი სახლებიც

სტიქია მესტიაში. უხვმა ნალექმა სასოფლო გზები და ხიდები დააზიანა. სულ დაზიანებულია 5 ხიდი და დატბორილი და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მუნიციპალიტეტის საგანგებო შტაბი იმუშავებს.
სავალი გზისა და სოფლებში მისასვლელი ხიდების აღდგენითი სამუშაოები ახლა იწყება.