მნიშვნელოვანისაქართველო

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეულმა მოსამართლეებმა ფიცი პარლამენტის წინაშე მანტიებში შემოსილებმა  დადეს.ფიცის დასადებად პარლამენტის ტრიბუნაზე გამოვიდნენ  ლალი ფაფიაშვილი, შალვა თადუმაძე, ქეთევან ცინცაძე, მამუკა ვასაძე, ალექსანდრე წულაძე. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თაკავაძის განმარტებით, კანონის თანახმად, სხვა წევრებს ფიცის დადება არ ევალებოდათ, რადგან ისინი უკვე მოსამართლეებად მუშაობდნენ.თალაკვაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1. თამარ ალანია – არცერთი მომხრე, 6 წინააღმდეგი

2. მერაბ გაბინაშვილი – 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი

3. შოთა გეწაძე – 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი

4. მირანდა ერემაძე – 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი

5. მამუკა ვასაძე- 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი

6. მაია ვაჩაძე- 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი

7. თამარ ზამბახიძე- 89 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი

8. შალვა თადუმაძე – 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი

9. ვლადიმერ კაკაბაძე – 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი

10. ლევან მიქაბერიძე – 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი

11. გიორგი მიქაუტაძე – 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი

12. პაატა სილაგაძე – არცერთი მომხრე, 3 წინააღმდეგი

13. ნუგზარ სხირტლაძე – 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი

14. ლალი ფაფიაშვილი- 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი

15. ნინო ქადაგიძე- 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი

16. ლაშა ქოჩიაშვილი- 2 მომხრე, 3 წინააღმდეგი

17. ქეთევან ცინცაძე- 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი

18. ალექსანდრე წულაძე- 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი

19. გოჩა ჯეირანაშვილი- 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი

კენჭისყრის შედეგად პარლამენტმა სულ 19 კანდიდატურიდან 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა. მათგან 12 ახალი კანდიდატურაა, 2 კი ნუგზარ სხირტლაძე და მაია ვაჩაძე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები არიან.

კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტრი თანამდებობისთვის 20 კანდიდატი იბრძოდა. ზაზა თავაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხნა. მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, მხარი არ დაუჭირონ არც ერთ კანდიდატს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმაც მიმართეს პარლამენტს მოწოდებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, აირჩიონ უვადო მოსამართლეების მხოლოდ მინიმალური რაოდენობა. თუმცა, მმართველმა გუნდმა რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ.პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართა წერილით, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს და არგუმენტებად 10 მიზეზი ჩამოთვალა. შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა. თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა და სწორედ მათ გაესაუბრა პარლამენტი. თუმცა, საბჭოს არამოსამართლე წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციას პროცესის არალეგიტიმურობაზე საუბარი არ შეუწყვეტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button