მოზაიკამსოფლიო

აშშ და იაპონია ნახშირორჟანგს ერთად გადაამუშავებენ

აშშ და იაპონია ნახშირორჟანგს ერთად გადაამუშავებენ. საუბარია ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე, რომელიც ქარხნებისა და საწარმოების მიერ ატმოსფეროში გასაფრქვევი ნახშიროჟანგის სამრეწველო დანიშნულებით გამოყენებას მოახდენს.

ორი ქვეყნის ხელისუფლება ერთობლივი თანამშრომლობის სისტემის შექმნაზე უკვე შეთანხმდნენ. ისინი შეთანხმების გაფორმებას და პროტოკოლის გაწერას უახლოეს პერიოდში გეგმავენ – წერს იაპონური სააგენტო Kyodo.

სამრეწველო ობიექტებზე ნახშირორჟანგის „დაჭერა“ დაგეგმილია მანამ, სანამ ისინი ატმოსფეროში გაიფრქვევა, ხოლო გადამუშავების შემდეგ მისგან პლასტიკის ან საავიაციო საწვავის წარმოება იგეგმება. ისინი პერსპექტივაში სვამენ საკითხს, რათა სრულად იქნას გამოყენებული ის ნახშირორჟანგი, რომელიც გამოიყოფა მინერალური საწვავის წვის დროს.

აშშ და იაპონია ამ მიზნით გეგმავენ სპეციალსიტებისა და ტექნოლგოიების გაცვლითი სისტემის შემუშავებას და საერთო პროექტების განხორციელებას.

იაპონიაში მსგავსი ექსპერიმენტები უკვე ტარდება, კონკრეტულად კი ეს ხდება ჰიროსიმას პრეფექტურაში მოქმედ ერთ-ერთ თბოელექტროსადგურზე.

ნახშირორჟანგი ჰაერის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებაა და ის ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია. იგი მომჟავო სუნისა და გემოს მქონე აირია და ჰაერის შემადგენლობაში 0.003 %-ით შედის.

თუმცა, ნახშირორჟანგი თანამედროვე ადამიანისთვის გლობალურ დათბობასთან, მავნე ზეგავლენასა და გამონაბოლქვთან ასოცირდება.
მეოცე საუკუნეში, ინდუსტრიული რევოლუციისა და მრავალმხრივი განვითარების შედეგად, უფრო და უფრო მეტი საწვავი გახდა საჭირო. ამის გამო კი ჰაერის ქიმიური შემადგენლობის კონტროლი გართულდა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დათბობას, ანუ საშუალო ტემპერატურის ზრდას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ყველაზე დიდ როლს ამ სახიფათო პროცესში წვის შედეგად მიღებული გამონაბოლქვი და მათი დაგროვება იწვევს.
ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია ატმოსფეროში წიაღისეული საწვავის გადაჭარბებული გამოყენების შედეგია.

გასაკვირი არაა, რომ ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია ჰაერში მავნეა ჯანმრთელობისთვისაც, სპეციალისტების თქმით იგი იწვევს თავის ტკივილს, ნერვულ აშლილობას და არაჯანსაღ განვითარებას. სწორედ ამიტომაა მნიშნველოვანი ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, პასუხისმგებლობის განაწილება და შესრულება, დედამიწის წინაშე.

მსგავსი პოსტები

Back to top button