აშშ-ი 300 წლის წინანდელი განძი აღმოაჩინეს [Video]

შმიტების ოჯახმა, უკანასკნელ წლებში უკვე მესამედ, განძი აღმოაჩინა, – იუწყება გამოცემა The Independent.

ფლორიდის შტატის სანაპიროსთან, განძის მაძიებელმა ერიკ შმიტმა, მეუღლესთან, მშობლებთან და დასთან ერთად, 300 წლის წინ ჩაძირული გემი, 51 ოქროს მონეტა და 12 მეტრიანი ოქროს ძეწკვი აღმოაჩინა.

სავარაუდოდ, საუბარია ძღვენზე, რომელიც ესპანეთის მეფისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ნაპოვნ მონეტებს შორის რამდენიმე ოქროს რეალი იყო, რომელზეც მეფე ფილიპ V გამოსახული.

როგორც გაირკვა, 300 წლის წინ, 11 გემი, რომელიც ჰავანიდან ესპანეთში მიემგზავრებოდა, ფლორიდის სანაპიროსთან შტორმში მოყვა და ჩაიძირა. ათასამდე ადამიანი დაიხრჩო, ხოლო განძი, რომელიც ახლა 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ოკეანის ფსკერზე აღმოჩნდა.

აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, განძის 20% მუზეუმს გადაეცემა, დანარჩენი ნაწილი კი შმიტების ოჯახსა და გემზე უფლებების მფლობელ კომპანია Queens Jewels LLC-ზე განაწილდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button