აშშ-ი უსაკხლკარო კაცი საშიში ბოროტმოქმედების დაკავებისთვის $100,000 მიიღებს [Photo]

შტატ კალიფორნიის ორინჯის ოლქის ხელისუფალნი უსახლკარო სან-ფრანცისკოელ მამაკაცს ინფორმაციისთვის, რომელიც მან პოლიციას საშიში ბოროტმოქმედების შესახებ მიაწოდა, 100 ათას დოლარს გადაუხდიან, – იუწყება CBSNEWS.

55 წლის უსახლკარო მეთიუ ჰაი-ჩაპმანმა პოლიციას თეთრი ფურგონის აგდილსამყოფელი და ნომერი აცნობა, რომელსაც სამართალდამცველები ეძებდნენ. აღნიშნული ფურგონით სანტა-ანას ციხიდან გაქცეული საშიში ბოროტმოქმედი ჰუსეინ ნეირი და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ.

22 იანვარს სანტა-ანას ციხიდან 3 პატიმარი გაიქცა. ერთი კვირის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი პოლიციას თვითონ ჩაბარდა, ხოლო 2 დანარჩენი ჰაი-ჩაპმანის დახმარებნით დააკავეს.

50 ათას დოლარს გატაცებული ფურგონის მფლობელი და სუპერმარკეტის თანამშრომელი გაინაწილებენ, რომლებმაც პოლიციას საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს. ხოლო მძღოლს, რომელიც ფურგონს მართავდა და ბოროტმოქმედებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი, ფულად ჯილდოს არ მისცემენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უსახლკარო ჰაი-ჩაპმანი აღებული ფულით ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს. როგორც თვითონ განაცხადა, სრულწლოვან ვაჟსა და ქალიშვილს დაეხმარება და აგრეთვე 2 შვილიშვილს, რომლებიც ორეგონის შტატში უცხო ოჯახში არიან გაშვილებულები.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31391″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button