საქართველოში ინტერნეტის ხარისხს გააკონტროლებენ

მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მუშაობა დაიწყო.

ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

წინასწარი ინფრომაციით, ინტერნეტ-მომსახურების ისეთი პარამეტრები უნდა გაიზომოს როგორებიცაა: ჩამოტვირთვისა და ატვირთვის სიჩქარე, დაყოვნება, და დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი. სპეციალური პროგრამული აპლიკაციის საშუალებით და დადგენილი პარამეტების მიხედვით, მომხმარებელი შეძლებს შეამოწმოს ინტერნეტ-მომსახურების ხარისხი და შეადაროს მომსახურების მომწოდებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაწერილ პარამეტრებს.

ასევე, კომისიის აპარატს ექნება საშუალება, დამოუკიდებლად, პორტაბელური მოწყობილობებისა და შესაბამისი პროგრამული აპლიკაციების დახმარებით, გაზომოს კონკრეტული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხი ფიზიკური აბონენტის ქსელში საქართველოს ნებისმიერ წერტილში. როგორც მომხმარებლის, ასევე კომისიის აპარატის მიერ მიღებული გაზომვის ყველა შედეგი, ერთიან მონაცემთა ბაზაში მოხვდება. თუმცა, ჯერ არაფერია ნათქვამი, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი მომხამარებელი დაზარალებული აღმოჩნდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button