აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი კამპანია წამოიწყო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი კამპანია წამოიწყო მოწოდებით – გავათავისუფლოთ 20 ქალი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში პატიმრობაში იმყოფებიან. მათ რიცხვში უკრაინელი ნადეჟდა სავჩენკოცაა.

Ukrainian army pilot Nadezhda (Nadia) Savchenko holds a sign inside a defendants' cage as she attends a hearing at the Basmanny district court in Moscow February 10, 2015. A Moscow court extended on Tuesday the detention of Nadezhda Savchenko, a Ukrainian army pilot being held on charges of aiding the killing of two Russian journalists in east Ukraine last year. The sign reads, "I was born Ukrainian, and I die Ukrainian". REUTERS/Maxim Zmeyev (RUSSIA - Tags: CRIME LAW POLITICS CONFLICT)პატიმარი ქალების სია, საკუთარ Twitter-ში, გაეროში შეერთებული შტატების მუდმივმა წარმომადგენელმა, სამანტა პაუერმა გამოაქვეყნა.

 

ცნობისთვის: ნადეჟდა სავჩენკო, 33 წლის, დაიბადა კიევში. ქვეყანაში ერთადერთი პილოტი ქალი, რომელიც ავიაგამანადგურებელ „სუ-24მ” მართავს.საბრძოლო ვერტფრენის – „მი 24″-ის შტურმანია. მოხალისედ იბრძოდა უკრაინის აღმოსავლეთში, ბატალიონ „აიდარის” შემადგენლობაში. 2014 წლის 18 ივნისს ტყვედ ჩავარდა. იგი პრორუსმა სეპარატისტებმა ქვეყნის აღმოსავლეთში დააკავეს და რუსეთს გადასცეს. ამჟამად, მოსკოვის ციხეში იმყოფება.

სავჩენკო ჯარში უკვე 23 წელია მსახურობს. თავდაპირველად ის სადესანტო ჯარში მსახურობდა, შემდეგ, ერთადერთი უკრაინელი ქალი იყო სამშვდობო ჯარების შემადგენლობაში ერაყში. მას პირადად უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ნება დართო მფრინავების სასწავლებელში ესწავლა. სასწავლებელი მან 2009 წელს დაამთავრა.

სავჩენკო უკრაინის რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატია და მას სპეციალური იმუნიტეტი აქვს.

სამანტა პაუერი ხადიჯა ისმაილოვას განთავისუფლებასაც ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button