ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად დაარეგისტრირა. იგი „დინამო თბილისმა“ წარადგინა.

„საპრეზიდენტო კანდიდატად „დინამო თბილისმა“ წარმადგინა, რაც ჩემთვის დიდი პატივია. არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენებ, შევხვდები კლუბებს, რეგიონულ ფედერაციებს, ფედერაციის ყველა სუბიექტს. არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულ გარემოში, სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება“, – თქვა კობიაშვილმა.

„მომავალს იმედით ვუყურებ, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე“, – განაცხადა „დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს არის დანიშნული. კობიაშვილის უმთავრესი კონკურენტი ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძეა.

მსგავსი პოსტები

Back to top button