სომხეთში საპროტესტო აქციები განახლდა

ერევანში, პოლიციამ მოძრაობა „არა ძარცვას“ 5 აქტივისტი დააკავა, რომლებმაც საპროტესტო აქციის ჩატარება სცადეს, – იუწყება „რადიო თავისუფლება“.

დემონსტრანტებმა ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება გააპროტესტეს და პრეზიდენტის რეზიდენციასთან განცხადების გაკეთებას აპირებდნენ, მაგრამ პოლიციამ მათ გზა გადაუკეტა.

ამჟამად, მომიტინგეები დაკავებულების განთავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაგრამიანის სახელობის პროსპექტის გადაკეტვით იმუქრებიან.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივნისს, სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების რეგულირების სახელმწიფო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის 6.93 დრამით გაძვირების შესახებ. 19 ივნისიდან, ერევანში, 24-საათიანი საპროტესტო აქცია ტარდებოდა, სადაც დემონსტრანტები ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 23 ივნისს, გამთენიისას სპეცრაზმმა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button