ცოფის გამო სამრეკლოში კარანტინი გამოცხადდა [Audio]
ცოფის კერის გამოვლენის გამო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში კარანტინი გამოცხადდა.
“ჰერეთის” ინფორმაციით, ცოფის გამო საქონელი დავარდა. ინფორმაცია რადიო “ჰერეთს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაუდასურეს.
როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა კახეთში გიორგი მესხიშვილმა განაცხადა, კარანტინი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ამ პერიოდში შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
მესხიშვილის თქმით 1200 სული პირუტყვი, მათ შორის შინაური ცხოველები უკვე აცრეს. სააგენტოს მონაცემებით, ცოფის გავრცელება გარეული მტაცებლის, ტურას მიერ მოხდა, რომელიც საქონელს თავს დაეხსა.
გიორგი მესხიშვილი – ხმა