მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ მუშაობს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების დაჩქარებაზე

კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, რომლებმაც ხელი მოაწერეს შესაბამის კონვენციას. მას არ შეუერთდნენ რუსეთი, უკრაინა და შეერთებული შტატები

აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ებსა და Abrams-ის ტიპის ტანკებს დაგეგმილზე უფრო ადრე მიაწვდის. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი იტყობინება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

როგორც აღნიშნავენ, უახლოეს დღეებში უკრაინის 65 სამხედრო დაასრულებს წვრთნას ამერიკის ბაზა ფორტ-სილში. ამის შემდეგ ისინი ევროპაში გაემგზავრებიან დამატებითი მომზადებისთვის Patriot-ის ორ სისტემაზე, რომლებსაც უახლოეს კვირებში ჩაიტანენ უკრაინაში.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, უკრაინის სამხედროებმა ფორტ-სილში უფრო სწრაფად გაიარეს მომზადების კურსი, ვინაიდან უკვე ფლობდნენ საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ საბაზისო ცოდნას.

სამშაბათს ცნობილი გახდა ასევე, რომ აშშ დააჩქარებს უკრაინისთვის Abrams-ების მიწოდებასაც. უკრაინაში გაგზავნიან ამ ტანკების M1-A1 მოდელებს. ადრე აშშ-მა განაცხადა, რომ კიევს უფრო თანამედროვე M1-A2-ებს გადასცემდნენ, მაგრამ საამისოდ საჭირო იქნებოდა ახალი ტანკების წარმოება ან ძველების მოდერნიზება, შემდეგ კი უკრაინელი სამხედროების დამატებითი გაწვრთნა. აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა CNN-ს უთხრა, რომ უფრო ძველი მოდელის ტანკების გაგზავნა შესაძლებელს გახდის ტანკების მიწოდებას უკვე შემოდგომაზე. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ტანკების გაგზავნას მინიმუმ ერთი წელი შეიძლებოდა დასჭირვებოდა.

აშშ-ის უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმაც განაცხადა, რომ აშშ მუშაობს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების დაჩქარებაზე. მთლიანობაში იგეგმება 31 ტანკის გადაცემა.

რეპუბლიკელი სენატორების ჯფუფმა ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, რომლითაც უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებას ითხოვენ.

“ჩვენ მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მიაწოდოთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კასეტური საბრძოლო მასალები, როგორიცაა ორმაგი დანიშნულების, მოწინავე, ჩვეულებრივი საბრძოლო მასალები (DPICM), ნათქვამია წერილში, რომელიც გამოქვეყნებულია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე.

სენატორები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის DPICM-ზე და სხვა საშუალებების მიწოდებაზე უარის თქმის შედეგები ვლინდება დღეს ბრძოლის ველზე ბახმუტში და სხვა ადგილებში. რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ საბრძოლო მასალის მიწოდება, სხვა სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად, დაეხმარება უკრაინელებს გააგრძელონ რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანა.

“DPICM-ის მიწოდება საშუალებას მისცემს უკრაინას კომპენსაცია გაუწიოს რუსეთის რაოდენობრივ უპირატესობას როგორც ცოცხალი ძალით, ისე საარტილერიო რაუნდებში და ასევე, საშუალებას მისცემს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კონცენტრირდეს უნიტარული ქობინების გამოყენებაზე უფრო მაღალი ღირებულების რუსული სამიზნეების წინააღმდეგ”, – ნათქვამია წერილში.

კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, რომლებმაც ხელი მოაწერეს შესაბამის კონვენციას. მას არ შეუერთდნენ რუსეთი, უკრაინა და შეერთებული შტატები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინასთან თანამშრომლების დონეზე მიაღწიეს შეთანხმებას 15,6 მილიარდი დოლარის ღირებულების ოთხწლიანი დაფინანსების პაკეტზე.

ორგანიზაციის პირველი სესხი ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დამტკიცდება. შეთანხმებას რატიფიცირება სავალუტო ფონის საბჭომ უნდა გაუკეთოს.

ეს ასევე იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური პაკეტი, რომელიც უკრაინამ მიიღო რუსეთის შემოჭრის შემდეგ.

“რუსეთის შეჭრა უკრაინაში აგრძელებს დამანგრეველი გავლენის ქონას ეკონომიკაზე: აქტივობა შემცირდა 30 პროცენტით 2022 წელს, განადგურდა კაპიტალის დიდი წილი და გაიზარდა სიღარიბის დონე”, – თქვა IMF-ის წარმომადგენელმა გევინ გრეიმ განცხადებაში.

მისივე თქმით, შეთანხმება მოახდენს უკრაინის “მსხვილმასშტაბიანი შეღავათიანი დაფინანსების მობილიზებას” საერთაშორისო დონორებისა და პარტნიორებისგან.

მსგავსი პოსტები

Back to top button