მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ მზადაა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელოს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ მზადაა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელოს.

“აშშ მზადაა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდება გააგრძელოს, რომელიც მათ ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. და ისინი [უკრაინელები] ძალიან წარმატებულები იყვნენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში”, – თქვა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა.

კირბის თქმით, აშშ მუშაობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში, რათა მოიპოვოს დაზიანებული ობიექტების აღდგენისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობა.

“აბსოლუტურად ამაზრზენია, რასაც ის [პუტინი] ამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აკეთებს. მისი სამიზნე ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ეს არის მცდელობა, რომ უკრაინელები დააჩოქოს, მაგრამ მას არ შეუძლია უკრაინელი სამხედროების დაჩოქება”, – განაცხადა კირბიმ.

ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთის არმიამ არაერთხელ განახორციელა მასიური დარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე. 23 ნოემბერს, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა.

გარდა ამისა პენტაგონი განიხილავს ბოინგის წინადადებას უკრაინას მიაწოდოს იაფი, მცირე სიზუსტის ბომბები, რომლებიც დამონტაჟებული იქნება რაკეტებზე. აღნიშნული კიევს საშუალებას მისცემს დაარტყას რუსეთის სამხედრო სამიზნეებს, რომლებიც მათთვის მიუწვდომელია, ასევე მას დაეხმარება გააგრძელოს კონტრშეტევები. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია წერს, რომ აშშ-სა და მოკავშირეების სამხედრო მარაგი მცრიდება, ომის გაგრძელების პარალელურად კი უკრაინას უფრო და უფრო დახვეწილი იარაღი სჭირდება.

გამოცემის წყაროები აღნშნავენ, რომ Boeing-ის შემოთავაზებული სისტემა, სახელწოდებით Ground-Launched Small Diameter Bomb (GLSDB), არის ერთ-ერთი დაახლოებით ნახევარი ათეული გეგმიდან ახალი საბრძოლო მასალის წარმოებაში უკრაინისა და ამერიკის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებისთვის.

მედიის ცნობით, სისტემის მიწოდება შესაძლებელი იქნება 2023 წლის გაზაფხულზე. იგი აერთიანებს GBU-39 მცირე დიამეტრის ბომბს (SDB) M26 სარაკეტო ძრავასთან

ცნობისთვის ნატოს წევრმა სლოვაკეთმა უკრაინას 30 ერთეული ქვეითი საბრძოლო (BMP1) მანქანა გადასცა.

“მოხარული ვარ დავადასტურო, რომ 30 სლოვაკური BMP1 გადაეცა უკრაინას გერმანიასთან შეთანხმების საფუძველზე”, – წერს ტვიტერში სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი.

ივნისში უკრაინამ და სლოვაკეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს კიევისათვის 8 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა „ზუზანის“ მიწოდების თაობაზე. აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოთხი ჰაუბიცისგან შემდგარი “ზუზანების” პირველი პარტია უკრაინას უკვე გადაეცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button