მნიშვნელოვანი

აშშ ფაროსანასთან საბრძოლველად, საქართველოსთვის დამატებით სახსრებს გამოყოფს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, დამატებით სახსრებს გამოყოფს. ამის შესახებ ოთარ დანელიამ რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიური დროში“ განაცხადა.

ოთარ დანელიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოს ტერიტორიებზე დაახლოებით, 150 ერთეული ტექნიკა მუშაობს და კიდევ 40-მდე ერთეული ტექნიკის დამატება იგეგმება.

,,ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს კიდევ დამატებით, სახსრების გამოყოფას. ამ ეტაპზე, ფინანსური რესურსის პრობლემა არ დგას“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, აზიურ ფაროსანაზე მონიტორინგის ფაზა მიმდინარეობს.

მოისმინეთ ოთარ დანელიას ხმა.

შეგახსენებთ, ფაროსანასთან საბრძოლველად, აშშ-ს მთავრობამ საქართველოსათვის $3,5 მილიონი გამოყო და პირველ ეტაპზე, საქართველოში ამერიკული წარმოების 10,000 ხაფანგი გამოგზავნა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button