აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება

აშშ-ის სენატმა საქართველოში ახალ ელჩად იან კელი დაამტკიცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათი მონაცემებით, ელჩი კელი და მისი მეუღლე ფრანჩესკა თბილისში ჩამოსვლას სექტემბრისთვის გეგმავენ.

საელჩოს ცნობით, ელჩმა ნორლანდმა იან კელის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და საქართველოდან გასამგზავრებლად მზადება დაიწყო.

“სადაც არ უნდა ვიყოთ, საქართველო და ქართველები მუდამ მერის და ჩემ გულებში დარჩებიან”, – აცხადებს ელჩი ნორლანდი.

მსგავსი პოსტები

Back to top button