ავთანდილ ჭრიკიშვილი 2014 წლის ევროპის საუკეთესო ძიუდოისტად აღიარეს

ავთანდილ ჭრიკიშვილი 2014 წლის ევროპის საუკეთესო ძიუდოისტად აღიარეს. პრესტიჟული ჯილდო ქართველ სპორტსმენს უკვე გადაეცა.

ჭრიკიშვილმა 2013 წლიდან დღემდე ყველა პრესტიჟული ტიტულის მოგება შეძლო. 2013-2014 წელს ის ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა, 2014 წელს კი მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

ბაქოში ევროპის საუკეთესო მწვრთნელიც დააჯილდოვეს, ევროპის ძიუდოს კავშირის გადაწყვეტილებით საუკეთესოდ ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე დასახელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button