მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ერევანში ჩავიდა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კონგრესმენთა დელეგაციასთან ერთად ერევანში ჩავიდა. ეს არის სომხეთში პელოსის პირველი ვიზიტი, რომელიც დაემთხვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარ სასაზღვრო კონფლიქტს.

მას ზვარტნოცის აეროპორტში მას სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი და სომხეთში აშშ-ის ელჩი ლინ ტრეისი დახვდნენ.
ისაკოვის გამზირზე, სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-ის საელჩოს შენობასთან, პელოსს მოძრაობა „სასნა ცრერის“ წევრები დახვდნენ. მათ ხელში ეკავათ ამერიკის შეერთებული შტატების და სომხეთის დროშები.

17-19 სექტემბერს ვიზიტის ფარგლებში, პელოსი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ალენ სიმონიანს და სხვა მაღალჩინოსნებს. ისინი განიხილავენ სომხურ-ამერიკულ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების მიმდინარე ვითარებას. სომხეთში ყოფნის დროს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრესკონფერენციას გამართავს.
აშშ-ს დელეგაციაში შედიან აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ფრენკ პალონე და წარმომადგენელთა პალატის წევრები ანა ეშუ და ჯეკი სპაიერი.
როგორც სომხური მედია წერს, შეხვედრებზე აშშ-სომხეთის ურთიერთობები და უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე ვითარება იქნება განხილული.

მანამდე POLITICO წერდა, რომ “ვიზიტი იქნება აზერბაიჯანთან ბრძოლაში სომხეთის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან”.
ნენსი პელოსი ერევანში გერმანიიდან ჩაფრინდა. ამასთან პელოსის მეზობელ ქვეყნებში ვიზიტის გეგმების შესახებ არანაირი ცნობა არ გავრცელებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button