მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის საარტილერიო დანადგარის მიყიდვას მხარი დაუჭირა

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 18 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის – RCH-155-ის მიყიდვას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ტექნიკას კიევი ჯერ კიდევ ორი თვის წინ ითხოვდა.კონტრაქტის მიხედვით, უკრაინა ამ აღჭურვილობას 30 თვეში მიიღებს.
შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Welt am Sonntag-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომპანია Krauss-Maffei Wegmann-თან კონტრაქტი 216 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ის ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში განიხილეს უკრაინისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ალექსეი რეზნიკოვმა და კრისტინ ლამბრეხტმა.

პარასკევს გერმანიაში უკრაინის მოქმედმა ელჩმა, ანდრეი მელნიკმა დაადასტურა, რო გერმანულმა მთავრობამ RCH-155-ის უკრაინისთვის გაყიდვას „მწვანე შუქი“ აუნთო.

„ეს გახდება არსებითი წვლილი უკრაინელი სამხედროების ეფექტიანობის გაძლიერებაში. ვიმედოვნებ, რომ ფედერალური მთავრობა გააგრძელებს ამ გზაზე თანმიმდევრულად სვლას“, – განაცხადა მელნიკოვმა.

Welt am Sonntag წერს, რომ უკრაინის ცნობით, იარაღის მწარმოებელი კომპანია RCH-155 წარმოების დაწყებას მას შემდეგ აპირებდა, რაც ხელისუფლებისგან იარაღის უკრაინაში ექსპორტის შესახებ მკაფიო დასტურს მიიღებდა.

კონტაქტის მიხედვით უკრაინა RCH-155 თვითმავალ შეიარაღებას 30 თვეში, 2025 წელს მიიღებს.

უკრაინამ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაგვიანების გამო.

სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინისთვის ჯავშანმანქანა Dingo-ს მიწოდებაზე.

14 სექტემბერს გერმანიამ უკრაინას 4 ერთეული საზენიტო თვითმავალი საარტილერიო ტექნიკა Gepard გადასცა.

მოგვიანებით გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა კი განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას დამატებით 2 ერთეულ Mars II სარაკეტო სისტემებსა და 50 ერთეულ Dingo-ს ჯავშანმანქანებს გადასცემს.

მსგავსი პოსტები

Back to top button