აშშ-ში ბალიშებით ბრძოლის დროს 30 კადეტი დაშავდა [Video]

აშშ-ის სამხედრო აკადემია – ვესტ-პოინტში გამართული ბალიშების ბრძოლის დროს, 30 კურსანტი დაშავდა, – გადმოსცემს New York Times.
აკადემიამ ოფიციალურად დაამოწმა, რომ კადეტები ბალიშისპირებში ჩაფხუტებსა და სხვა მძიმე საგნებს ახვევდნენ. ერთი კურსანტი, ფეხის მოტეხილობით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. აკადემიის რექტორატი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არცერთი კურსანტი არ დასჯილა.
ვესტ-პოინტში ბალიშებით ბრძოლა, ტრადიციისამებრ, პირველკურსელი კადეტების მონაწილეობით, XIX საუკუნის ბოლოდან იმართება. აკადემიის ხელმძღვანელობა თვლის, რომ აღნიშნული ღონისძიება, საზაფხული წვრთნების შემდეგ, კადეტთა გუნდურ სულისკვეთებას აძლიერებს.