აშშ-ში ეთანოლით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავიდა
ნიუ-იორკის შატატში რელსებიდან, როგორც მინიმუმ, 14 ვაგონი გადავიდა. ავარია ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთით განლაგებულ ქალაქ რიპლში მოხდა, – გვაცნობებს ტელეარხი NBC.
მატარებლის 3 ვაგონით ეთანოლი გადაჰქონდათ. ინციდენტის შედეგად 1 ვაგონი დაზიანდა და სპირტის გაჟონვა მოხდა, – ნათქვამია ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებაში.
ხელისუფლებამ ახლომდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. საგანგებო სამსახურები გაჟონვის ლიკვიდაციას ცდილობენ.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის ადგილზე დიდი რაოდენობის ეთანოლი დაიღვარა. ინფორმაცია შემთხვევის მიზეზისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.