აშშ-ში გაზსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა [Video]

შტატ ალაბამაში ქალაქ ბირმინგემის მახლობლად გაზსადენ Colonial Pipeline-ზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

“ინციდენტის შედეგად 7-მა ადამიანმა ძლიერი დამწვრობა მიიღო. დაზარალებულები გაზსადენის მომსახურე მუშები იყვნენ, ისინი ვერტმფრენებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს”.
სამაშველო სამსახურები აფეთქების ადგილიდან 3 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია ახორციელებენ.

კომპანია Colonial Pipeline-მა დაზიანებულ მონაკვეთზე გაზსადენის მუშაობა შეაჩერა.

ალაბამის გუბერნატორმა, რობერტ ბენტლიმ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

“საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე იმოქმედებს”, – განაცხადა გუბერნატორმა

მსგავსი პოსტები

Back to top button