აშშ-ში Grammy-ის 9-გზის ნომინანტი ნატალი კოული გარდაიცვალა[Video]
ლოს-ანჯელესში ცნობილი მომღერალი ნატალი კოული გარდაიცვალა. ლეგენდარული ჯაზმენის ნეთ “კინგ” კოულის ქალიშვილი 31 დეკემბერს 65 წლის ასაკში ქრონიკული დაავადებების გართულების შემდეგ გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მომღერალი ნარკოდამოკიდებულებას წლების მანძილზე ებრძოდა.
“ნატალი ისევე გარდაიცვალა, როგორც ცხოვრობდა – ღირსეულად და პატიოსნად. ის მარადიულად დარჩება ჩვენს გულებში”, – ნათქვამია კოულის ვაჟისა და დების განცხადებაში.
ნატალი კოული ამერიკის პრესტიჟულ პრემია Grammy-ზე 19-ჯერ იყო ნომინირებული და მისი მფლობელი 9-ჯერ გახდა. პირველი ჯილდო მან 1975 წელს მიიღო, უკანასკნელი კი 2009-ში.
მომღერალს 13 ალბომი აქვს ჩაწერილი.