საფრანგეთში საახალწლოდ 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს [Photo]
საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 804 ავტომანქანა დაწვეს. პოლიციამ 622 ბოროტმოქმედი დააკავა, – იუწყება BFM TV საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის – ბერნარ კაზნევის მონაცემებზე დაყრდნობით.
1 იანვარს სულ 804 მანქანა დაწვეს, რაც გასულ წელთან შედარებით 14,5 პროცენტით ნაკლებია. შარშან ბოროტმოქმედებმა 940 ავტომანქანა დაწვეს, ხოლო 2013 წლის 1 იანვარს კი 1193.
დაკავებული 622 ადამიანიდან 368 ამჟამადაც დაკითხვაზე იმყოფება.
2015 წლის 13 ნოემბერს საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, ქვეყანაში დაცვის უპრეზედენტო ზომები შემოიღეს. 2016 წლის ღამეს საფრანგეთში წესრიგს 100 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, პოლიციელი და ჟანდარმი იცავდა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”26539″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]