მსოფლიოსიახლეები

აშშ-ში კორონავირუსის მკვლევარი მოკლეს

პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ახალ კორონავირუსზე მნიშვნელოვან კვლევას ატარებდა და უნივერსიტეტის განცხადებით, საყურადღებო მიგნებების აღმოჩენის ზღვარზე იყო, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, პოლიციის განცხადებით, მკვლევარი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა და მას ჭრილობები თავის, ყელისა და ტანის არეში ჰქონდა მიყენებული.

გამოძიების ვერსიით, ბინგ ლუ ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა მოკლა, რომელიც ლუს სახლთან გაჩერებულ მანქანაში, ასევე გარდაცვლილი იპოვეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდამსხმელმა ჯერ პროფესორი მოკლა, შემდეგ კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ დროისთვის, პიტსბურგის პოლიცია დანაშაულის რასისტულ მოტივს გამორიცხავს.

პიტსბურგის უნივერსიტეტის განცხადებაში წერია, რომ ლუ SARS-SOV-2-ის უჯრედულ მექანიზმს და მის მიერ გამოწვეული გართულებების საფუძვლებს სწავლობდა და მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button