ამ მომენტისთვის, აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 20 580 ადამიანია, – ამის შესახებ www.worldometers.info იუწყება.
BBC-ს ცნობით, აშშ პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსით, ერთი დღე-ღამის მანძილზე 2 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ფატალური შემთხვევების რაოდენობით, აშშ-მ იტალიას გაუსწრო და გლობალური მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 533 115 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 30 502-ია.