მსოფლიოსიახლეები

აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 1 736 ადამიანი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN „ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ქვეყანაში სიკვდილიანობის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 12 857-ს აღწევს. ქვეყანაში კორონავირუსის 400 540 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანრმთელებულია 21 711 ადამიანი.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალს ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უზარმაზარ თანხებს იღებს შეერთებული შტატებიდან და მას აღნიშნულის გადახედვა სურს.

როგორც ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჯანმო ბევრ შეცდომას უშვებდა. ტრამპმა მაგალითად თავისი გადაწყვეტილება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც აშშ-ში მოგზაურობა აიკრძალა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯანმოს პოზიციები ჩინეთზეა ორიენტირებული.

“მათ ჩემი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, ჩინეთთან მოგზაურობის შეწყვეტის თაობაზე. ისინი ბევრ რამეში ცდებიან”,-აღნიშნა ტრამპმა.

”ჩვენ ამას გავითვალისწინებთ, ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ ამას,” – დაამატა ტრამპმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button