მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 208-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362 პირი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 20-ით გაიზარდა.

ინფორმაციისთვის, 208 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევიდან 2 მათ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს 2 ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა და მათი ასაკი 70 წელზე მეტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button