აშშ-ში კუ-კლუქს-კლანის პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს [Photo/Video]

მეთევზეებმა შტატ მისურის მდინარეში ვირჯინიის შტატის კუ-კლუქს-კლანის პრეზიდენტის, ფრენკ ანკონას გვამი აღმოაჩინეს, – იუწყება ABC.

პოლიციის მონაცემებით, რამდენიმე დღის წინ 51 წლის ანკონა სათევზაოდ წასვლას გეგმავდა. იგი უკანასკნელად მისმა მეუღლემ ნახა, როცა 8 თებერვალს სამსახურში გააცილა. მას შემდეგ ანკონა არავის უნახავს.

მეთევზეებმა კუ-კლუქს-კლანის პრეზიდენტის ცხედრის მახლობლად მისი ავტომანქანაც იპოვეს.

კუ-კლუქს-კლანი, კკკ (ინგლ. Ku Klux Klan, KKK) — აშშ-ში რამდენიმე რასისტული და ტერორისტული ორგანიზაციის სახელწოდებაა, რომელიც ძირითადად ქვეყნის სამხრეთით მოქმედებს. ამ ორგანიზაციას ლინჩის წესით გასამართლების შემოღებას უკავშირებენ.

 

[print_gllr id=53350]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button