იაპონელებმა მცენარეების დასამტვერი დრონი გამოიგონეს [Photo/Video]

იაპონელმა მეცნიერებმა პატარა დრონი გამოიგონეს, რომელიც მცენარეებს დამტვერვაში დაეხმარება. ექსპერიმენტის ამსახველი სტატია ჟურნალ Chem-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა კვადროკოპტერ PXY CAM-ში შალის ნაჭერი მოათავსეს და ვინილის მონომერის იონური სითხით გაჟღენთეს, რომელსაც მცენარეების მტვრის გადატანა შეუძლია. შემდეგ დრონი დუმფარას დააფრინეს, რომელმაც მტვერი მტვრიანებიდან ბუტკოზე წარმატებით გადაიტანა.

როგორც ცნობილი გახდა, მეცნიერებმა ფუტკრების პოპულაციის შემცირების ტენდენცია დააფიქსირეს. მაგალითად აშშ-ში, 2014-2015 წლებში ფუტკრების პოპულაციის 42% გაქრა, რამაც მცენარეების დამტვერვაზე იმოქმედა და სოფლის მეურნეობას დიდი ზარალი მოუტანა.

იაპონელების თქმით, PXY CAM-ის ფასი 100 დოლარს შეადგენს.

 

[print_gllr id=53344]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button