აშშ-ში საარჩევნო ბიულეტენებს ითვლიან

ექსცენტრიული მილიარდერი, დონალდ ტრამპი შტატ მისურიში ლიდერობს. The New York Times-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მისურიში რესპუბლიკელი ტრამპი დემოკრატ კლინტონს მნიშვნელოვნად უსწრებს. 13% ხმების დათვლის შემდეგ ტრამპმა 61,8% დააგროვა, ხოლო კლინტონმა მხოლოდ 33,7%.

ბიზნესმენი ვისკონსინის შტატშიც ლიდერობს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. იქ ხმების 28% უკვე დაითვალეს. ცნობილი გახდა, რომ მისურიში ტრამპს ამომრჩეველთა 56,4%-მა დაუჭირა მხარი, კლინტონს – 44,5%-მა.

მსგავსი პოსტები

Back to top button