აშშ-ში ტელეწამყვანმა კლინტონის გარდაცვალება დაანონსა [Photo/video]

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის გარდაცვალების შესახებ ტელეარხ ABC7-ის წამყვანმა, ჯო ტორესმა ტელეეკრანიდან მაყურებლებს შეცდომით აცნობა, – იუწყება Mediaite.

“სპეციალურ გამოშვებას ჰილარი კლინტონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციით ვიწყებთ“, – თქვა ტორესმა და იქვე დასძინა, რომ ექიმების თქმით, კლინტონი პნევმონიისგან კვდება.
გამოცემის ინფორმაციით, ნიუ-იორკში მიმდინარე სამგლოვიარო ცერემონიის დროს, რომელიც 2001 წელს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა, 69 წლის ჰილარი კლინტონი შეუძლოდ გახდა. იგი პირად ავტომობილამდე დამოუკიდებლად ვერ მივიდა, წაბორძიკდა და ფეხსაცმელი დაკარგა.

მოგვიანებით Reuters-მა გამოაცხადა, რომ ექიმმაჰილარი კლინტონი გასინჯა და მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვა. ამ შემთხვევის გამო პრეზიდენტობის კანდიდატის კალიფორნიაში წინასაარჩევნო გამგზავრება გადაიდო.
პნევმონიით აიხსნება ხველების შეტევაც, რომელიც ჰილარი კლინტონს 6 სექტემბერს კლივლენდში გამოსვლის დროს დაემართა. მაშინ კლინტონმა განაცხადა, რომ მის მეტოქეზე – დონალდ ტრამპზე ალერგია აქვს.
კლინტონმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მას შემდეგაც უარყო, რაც სოციალურ ქსელებში მისი პირადი ექიმის სურათი გავრცელდა, რომელსაც ხელში შპრიცი ეჭირა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”41791″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button