აშშ-ში თვითმფრინავის მგზავრმა ივანკა ტრამპის გამო სკანდალი მოაწყო [Video]

ავიაკომპანია JetBlue Airways-ის მგზავრი რეისიდან მოხსნეს იმის გამო, რომ ახლადარჩეული აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილს – ივანა ტრამპს შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას ამერიკული ინტერნეტ-პორტალი TMZ ავრცელებს, რომელიც ვარსკვავთა ცხოვრების გაშუქებაზეა სპეციალიზებული.

“მამათქვენი ქვეყანას ანგრევს. ეს ქალი რატომ მოფრინავს ჩვენი რეისით? მან კერძო თვითმფრინავებით უნდა იფრინოს, – დაიყვირა კაცმა ტრამპის შვილის მისამართით.

გამოცემის ინფორმაციით, ავიაკომპანიის თანამშრომლებმა აღშფოთებული მგზავრი თვითმფრინავიდან გაიყვანეს.

ინციდენტს, რომელიც ნიუ-იორკში, ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში მოხდა, ტრამპის ქალიშვილის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button