აშშ-ში ტრამპის საწინააღმდეგო პროტესტები გრძელდება [Video]
აშშ-ში უკვე მესამე დღეა, რაც ადამიანები დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას აპროტესტებენ.
11 ნოემბერს ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში ჩატარებულ მასობრივ დემონსტრაციაში, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, 4 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
“ქვებით შეიარაღებულმა დემონსტრანტებმა ქუჩებში არეულობის მოწყობა დაიწყეს, რაც უკანონო შეკრებას ნიშნავს. პოლიცია იძულებული გახდა, რომ კანონდამრღვევები დაეპატიმრებინა”, – ნათქვამია პორტლენდის პოლიციის განცხადებაში, რომელიც Twitter-ში გამოქვეყნდა.
მინესოტის შტატის ქალაქ მინეაპოლისში ათასამდე პროტესტანტმა ავტომაგისტრალები 1 საათით გადაკეტა. ადგილობრივი ტელეკომპანია WCCO იუწყება, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა17-მა ორგანიზაციამ მიიღო.
Anti-Trump აქციები ასევე ჩატარდა ბალტიმორში, დენვერსა და ლოს-ანჯელესში.