მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ უკრაინის დასახმარებლად ახალი პაკეტის გამოყოფისთვის ემზადება

თეთრ სახლში ამბობენ, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფისთვის ემზადება.
ინფორმაციას „სიენენი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი ამბობს, რომ დახმარების ახალი პაკეტის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს უკრაინასთან, რათა ზუსტად გაიგოს და განსაზღვროს, რა სამხედრო საჭიროებები აქვს კიევს, ამ ეტაპზე, ფრონტის ხაზზე.

“ჩვენ უკრაინელების გვერდით ვართ, ყოველდღე ვესაუბრებით. ბევრმა სისტემამ, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირისა და თვის განმავლობაში გადავეცით, დაადასტურა, რომ ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა კონტრშეტევის და თავდაცვის დროს”, – თქვა კირბიმ.

ამასთან უფრო მეტი აქტიურობისკენ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

„იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ეს დახმარება ეფექტურია“, – განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ბორელის თქმით, ერთ დღესაც და კვირასაც კი მნიშვნელობა აქვს, რადგან უკრაინაში ზამთრის დადგომასთან ერთად, ქვეყნის აღმოსავლეთით საომარი მოქმედებების წარმოება გართულდება.

„როცა პუტინმა ეს ომი დაიწყო, ვის შეეძლო, ეწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდებოდა, თავდაცვაზე გადასულიყო და ფაქტობრივად, უკან დაეხია? ასეთ რამეს საერთოდ ვინ წარმოიდგენდა?“ – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button