მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-უკრაინულ ხორბალს შეიძენს გერმანია კი რუსულ ნავთობს ამერიკულით ანაცვლებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები “მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის” უკრაინული ხორბლის შესაძენად 68 მლნ აშშ დოლარს გაიღებს, რათა მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი მოგვარდეს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენი “ტვიტერზე” წერს.

“შეერთებული შტატები 68 მილიონ დოლარს გაიღებს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში უკრაინული ხორბლის შესაძენად, რათა მოგვარდეს მსოფლიოში მწვავე სასურსათო კრიზისი. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას ყველაზე დაუცველთათვის და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას იგი.” – წერს ბლინკენი.

უკრაინიდან შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების მიღწევა თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით ივლისის ბოლოს მოხერხდა, მანამდე უკრაინის პორტები რუსულ საოკუპაციო ძალებს ჰქონდათ დაბლოკილი.
გერმანია კი რუსულს, ამერიკული ნავთობით ანაცვლებს. მიმდინარე თვეში უკვე მეორედ, ლუიზიანიდან გერმანიის როსტოკის პორტის მიმართულებით, ამერიკული ნავთობით დატვირთული მეორე ტანკერი დაიძრა. ტანკერს 570 000 ბარელი ნავთობი გადააქვს.

ევროკავშირი მიზნად რუსული ნავთობის 90%-ის ჩანაცვლებას ისახავს​. ევრო გაერთიანება “დრუჟბას” მილსადენით მიწოდებულ ნავთობს, ამერიკიდან, ნორვეგიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთ აფრიკიდან ჩაანაცვლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button