მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
AstraZeneca-ს პირველ დოზაზე დარეგისტრირებულებს ჩინურ ვაქცინებს შესთავაზებენ
“AstraZeneca-ს პირველ დოზაზე დარეგისტრირებულებს ჩინურ ვაქცინებს შესთავაზებენ, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.
“პირველ დოზაზე ვინც იყო ჩაწერილი მათ შეიძლება შევთავაზოთ სინოფარმით ან სინოვაკით აცრა. ვინც ჩაწერილია და აქვთ მეორე აცრა 10-12 კვირის ფარგლებში, ყველა ეს ადამიანი აიცრება, რადგან დაახლოებით 1 600-მდე დოზა გვაქვს ასტრაზენეკასი და ისინი ყველა აიცრება. ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა პირველი აცრიდან 4-10 კვირამდე, მათ ოდნავ მოთმინებას ვთხოვთ და მათ მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია, თუ როდის შემოდის 43 ათასი დოზა ასტრაზენეკის”- თქვა გამყრელიძემ.