მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ასტრაზენეკას“ უსაფრთხო ვაქცინად მიიჩნევს კანადაც

კანადა, სადაც კორონავირუსის საწინაღდმეგო”ასტრაზენეკას”ვაქცინა მიიღეს, მის უსაფრთხოებაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კანადაში “დღეისთვის, არანაირი გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა, რაც “ასტრაზენეკას” კოვიდ-19-ის ვაქცინას უკავშირდება” – ნათქვამია განცხადებაში.

“კანადის ჯანდაცვისთვის ცნობილია ანგარიშის შესახებ ევროპაში “ასტრაზენეკას” ვაქცინით იმუნიზაციის თანხმლებ გვერდით მოვლენებზე და გვინდა დავარწმუნოთ კანადელები, რომ ვაქცინის დადებითი შედეგები კვლავაც გადასწონის მის რისკებს… ამ ეტაპზე არ არსებობს მინიშნება, რომ ეს მოვლენები ვაქცინამ გამოიწვია” – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტმა.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე სხვა ქვეყანამ, მათ შორის – დანიამ და ნორვეგიამ – დროებით შეაჩერეს “ასტრაზენეკას” ვაქცინით მიმდინარე იმუნიზაციის პროცესი. ევროპაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ კოვიდ-19-ზე აცრის შემდეგ, რამდენიმე ადამიანში თრომბოემბოლიას ჰქონდა ადგილი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინის პირველი ნაწილი საქართველომ 13 მარტის დილას მიიღო.

ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button