მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორად გოგა კოხრეიძე აირჩიეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. მას ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა, ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა. გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდა.

პირველი კენჭისყრის დროს ხმები სამ კანდიდატს შორის გაიყო. ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ, ერთიც მაია მერკვილაძემ.

გიორგი კოხრეიძე საქართველოს პირველი არხის ბორდის წევრი იყო, აჭარის კვოტით. ის პარლამენტის უმაღლესმა საბჭომ წარდგინა. დღეს მან მრჩეველთა საბჭოს უთხრა, რომ პრობლემად მიიჩნია წამყვანების ოპონირება რესპოდენტებთან და თქვა, რომ ამ პრობლემას იოლად მოაგვარებს, ჟურნალისტებს მოთმენას ასწავლის.

მრჩეველებს არჩევანის გაკეთება 9 კანდიდატს შორის მოუხდათ. კონკურსში მონაწილეობდნენ დავით ჩხარტიშვილი, შოთა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, მაია მერკვილაძე, ლაშა ზარგინავა, გიორგი კოხრეიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ნათია ზოიძე და შოთა გუჯაბიძე.

მაუწყებლის დირექტორის ასარჩევად კონკურსი მეხუთედ ჩატარდა.

2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, რაც ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button