მნიშვნელოვანისაქართველო

აკაკი ზოიძე “ოცნებას” რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

“ქართული ოცნების წევრი, აკაკი ზოიძე 2020 წლის არჩევნების პროპოციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რეფერნდუმის ჩატარებას ითხოვს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთავაზება თუკი არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დატოვებს.

აკაკი ზოიძის თქმით, მან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების“ პოლიტ საბჭოს მიმართა და განაცხადა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მრავალი ადამიანია იმედგაცრუებული, რაც გააღრმავებს პოლიტიკურ და საზოგადოებას შორის დაპირისპირებას.

“გადავწყვიტე საჯაროდ გამეჟღერებინა და მიმემართა „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსთვის, ზომები მიიღონ უმოკლეს ვადაში რეფერენდუმის ჩატარებაზე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით”,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button