აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს რომ თავს დაესხნენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავს დაესხნენ.

ლაშა თორდია ჰოსპიტალიზირებულია. ამ წუთებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს გამოკვლევები უტარდება. წინასწარი ინფორმაციით, , მას ტვინის შერყევა აქვს. შემთხვევა თბილსში შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ ელ ცენტრში მოხდა. ამის შესახებ თავად ლაშა თორდიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, განახორციელა.
„ნამდვილად ოთარ ფარცხალაძე იყო, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა კიდევ 3-4 პირი, ყველა ერთდ მირტყამდა,“- განაცხადა თორდიამ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება განხორციელებული თავდასხმა სახელმწიფო აუდიტში ლაშა თორდიას საქმიანობას, თორდიამ დაადასტურა, რომ ეს ასეა. მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს დასკვნას, რომელიც მთავარი პროკურატურის საქმიანობის სწორედ იმ პერიოდს ეხება, როდესაც პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button