მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ავარია ფარეხასთან მსხვერპლით დასრულდა

მსხვერპლით დასრულდა ავარია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარეხასთან. 55 წლამდე ასაკის მამაკაცი, სავარაუდოდ, გულის შეტევის შედეგად ცუდად გახდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას შეეჯახა.

ინფორმაციას tv9news ავრცელებს.

დ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა. მეორე ავტომანქანის მძღოლი კი, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button